საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ირანს თავიდან აირიდოს რეგიონული სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.
რეგიონში ვითარების მეტად ესკალაციის საფრთხე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანში მოქმედი სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა გოლანის მაღლობზე თავდასხმაში, რომლის დროსაც 12 ბავშვი დაიღუპა.
ემანუელ მაკრონმა ორშაბათს დაურეკა მის ირანელ კოლეგას, ახლად არჩეულ მასურ პეზეშკიანს, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება ისრაელსა და ლიბანს შორის მზარდი დაძაბულობის გამო.
ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, გერმანია თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.https://t.co/UDfRSA0gUe
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) July 30, 2024
განცხადებები გაკეთდა ლიბანშიც
ბეირუთი აფრთხილებს ისრაელს, რომ ლიბანში შეჭრას შესაძლოა, მოჰყვეს საომარ მოქმედებებში ისეთი სამხედრო დაჯგუფებების ჩართვა როგორებიცაა – ჰუსიტები და ერაყის გასამხედროებული ჯგუფები.
“ლიბანის წინააღმდეგ ომი, რეგიონული ომია”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდალა ბუ ჰაბიბმა სიენენეთან ინტერვიუში.