რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წმინდა ვლადიმირის ხსენების დღის აღსანიშნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.
ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც საზღვაო ძალების დღის აღსანიშნად მდინარე ნევაზე აღლუმს დაესწრო, ის სანქტ-პეტერბურგში წმინდა ალექსანდრე ნეველის მონასტერს ეწვია.
ორდენის გადაცემასთან ერთად პატრიარქმა კირილემ ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. მან რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებულად ილოცა.
პატრიარქმა კირილემ პუტინს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რომელსაც ის „რუსეთის სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის იჩენს”.
„გისურვებთ ღვთის შემწეობასა და ძალას, რათა განაგრძოთ ქვეყნისა და მისი ხალხის წინამძღოლობა ჩვენი ისტორიული გზიდან გადახვევის გარეშე“, – განაცხადა პატრიარქმა.
ვლადიმირ პუტინმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს: „დიდი მადლობა მაღალი საეკლესიო ჯილდოსთვის. მინდა ვთქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური საფუძველი რუსი ხალხის არსებობისთვის“.