მთავარიკუბიოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება

პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ბოდიში მოუხადეს მათ, ვინც შესაძლოა აღშფოთდა გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი ეპიზოდით, რომელიც ბევრმა მიიჩნია ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული “საიდუმლო სერობის” პაროდიად, რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტე და მოციქულები.

გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა მომღერალმა, არტისტმა და სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი სცენა, რომელიც შედიოდა გახსნის ცერემონიის ნაწილში, გამოჩნდნენ „დრაგ ქუინები“. ასე უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც საპირისპირო სქესის ტანსაცმელს იცვამენ და სხვადასხვა ტიპის პერფორმანსს მართავენ. სწორედ რამდენიმე „დრაგ ქუინი“ მონაწილეობას იღებდა სცენაში, რომელშიც ბევრმა დაინახა ბიბლიური ეპიზოდი. დიონისეს წარმოადგენდა.

ერთ-ერთ ფრანგულ არხთან საუბრის დროს, გახსნის ცერემონიის სამხატვრო დირექტორმა თომას ჟოლიმ თქვა, რომ ჩანაფიქრში არ იგულისხმებოდა „საიდუმლო სერობა“, არამედ წარმართული ღმერთების სცენა ოლიმპოს მთაზე და ამაზე მოწმობს ბერძნული მითოლოგიიდან წარმოდგენილი ღმერთი დიონისე, რომელიც ლურჯ ფერში იყო შეღებილი. ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნეს, რომ თუ რომელიმე სცენის გამო თავს რომელიმე რელიგიური ჯგუფი შეურაცხყოფილად გრძნობს, ეს მათი განზრახვა არასდროს ყოფილა და ბოდიშს იხდიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend