მთავარიამერიკააშშკამალა ჰარისის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე დონალდ ტრამპის

კამალა ჰარისის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე დონალდ ტრამპის

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და ახლა უკვე დიდი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი 2 პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს – ეს იფსოსისა და როიტერსის ერთობლივი კვლევის შედეგია.

ამ კვლევის თანახმად, კამალა ჰარისს აქვს 44%, ხოლო ტრამპს 42%.

ახალი გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლა დატოვა, ხოლო დონალდ ტრამპმა ოფიციალურად მიიღო საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი.

კვლევები ეროვნული მასშტაბით ტარდებოდა იქამდეც, სანამ ბაიდენი გადაწყვეტდა აღარ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

მაგალითად, იფოსისა და ეიბისი ნიუსის გამოკითხვის თანახმად, რომელიც 5 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართა, ჰარისი ასევე ორი პროცენტით უსწრებდა დონალდ ტრამპს.

ერთი პროცენტი იყო სხვაობა ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend