დღეიდან დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლით დაიხურა. ის პენსილვანიაში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
დონალდ ტრამპს თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა. მან „რესპუბლიკური პარტიის“ დელეგატებსა და მხარდამჭერებს მიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
ყოფილმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გაიხსენა მასზე თავდასხმა და დასძინა, რომ ღმერთი მის მხარესაა.
not trump supporters wearing ear bandages in solidarity with trump pic.twitter.com/yYHmH5nC3a
— 💌 shit you should care about 💌 (@SYSCAbout) July 18, 2024
დონალდ ტრამპმა საერთაშორისო კრიზისის დასრულების პირობაც დადო და გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არც რუსეთ-უკრაინის და არც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყებოდა.
მან თავისი კონკურენტი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო და აშშ-ის ისტორიაში იმ 10 ყველაზე ცუდ პრეზიდენტს შორის დაასახელა, რომლებმაც შეერთებულ შტატებს კატასტროფულად მძიმე შედეგები მოუტანეს.
დონალდ ტრამპმა ,,რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის დასასრულს აღნიშნა, რომ მას სურს, იყოს გაერთიანებული ამერიკის პრეზიდენტი.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ არ გაზრდილა. 2045 რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმები ამგვარად გადანაწილდა: ტრამპს 46% უჭერს მხარს, ბაიდენს კი – 45%.