მთავარიმსოფლიომწვანე სივრცეების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე

მწვანე სივრცეების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე სივრცე კარგად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვების ფილტვები კარგად ფუნქიონირებს. სხვების ფილტვის მოცულობა კი გაცილებით პატარაა, რადგან მათ არ შეუძლიათ ჰაერი  მაქსიმალური რაოდენობით ჩაისუნთქონ.

„ჩვენი დასკვნები ხაზს უსვამს ურბანულ გარემოში  მწვანე სივრცეების მნიშვნელობას, რომ ის აუცილებელია სასუნთქი ორგანოების უკეთ მუშაობისთვის.  ეს ბავშვებსაც ეხება“,- ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი მარტინ ვრეიჰეიდი.

თუ ქალაქების კონფიგურაცია ის ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს უთანასწორობას, მნიშვნელოვანია ურბანული დაგეგმარება, რომელიც მიზანმიმართულად ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობის გამოსწორებას.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით კარგად, რა შედეგი აქვს მწვანე სივრცეებს ფილტვების ფუნქციაზე. მათ გარკვეული თეორიები აქვთ.

„ჩვენ ვიცით, რომ მწვანე სივრცეები ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, რასაც, თავის მხრივ,  გავლენა აქვს სასუნთქი ორგანოების ფუნქციონირებაზე. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მწვანე სივრცეები ბავშვებში სასარგებლო მიკრობებს ავლენს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის განვითარებას და  ფილტვების უკეთ მუშაობაზე“, –  აცხადებს მკვლევარი ამანდა ფერნანდესი.

და ბოლოს, სახლთან არსებულ მწვანე სივრცეებში, როგორც წესი, ეწყობა  სათამაშო მოედნები, რომლებიც კარგი საშუალებაა ფიზიკურ აქტივობისთვის ადრეულ ასაკში, როდესაც ფილტვები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ფეხმძიმე ქალების საცხოვრებელი ადგილები, რათა ენახათ,  რა გავლენას ახდენს მწვანე სივრცეები ბავშვის ჯანმრთელობაზე დაბადებამდე. სიმწვანე არ იყო დაკავშირებული სასუნთქი ორგანოების ფუნქციონირების არცერთ ინდიკატორთან, რაც მიუთითებს იმას, რომ ფილტვების ჯანმრთელობა დაბადების შემდეგ განისაზღვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ბავშვებში ფილტვების უკეთესი ფუნქცია აღინიშნებოდა, ეფექტი უფრო ძლიერი იყო მათში, ვინც მაღალ სოციალურ-ეკონომიკური ფენას განეკუთვნებოდა.

„ეს, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ  უმაღლესი განათლების ან შემოსავლის მქონე ოჯახებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, იცხოვრონ უფრო მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და კარგად მოვლილ მწვანე ტერიტორიებზე “, – ამბობს ფერნანდესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend