მთავარისაქართველოსახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ძალადობაზე ‌

სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ძალადობაზე ‌

რა რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან გენდერულად მოტივირებულ ძალადობას – ამ თემაზე დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს, 17 ივლისს, ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ანგარიშის პრეზენტაციის დროს Copyright საია

ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში დიდი პრობლემაა ძალადობაგამოვლილი ადამიანების დაბალი მიმართვიანობა ფორმალური ინსტიტუტებისადმი. ამის მიზეზად ორგანიზაციაში ასახელებენ საზოგადოებაში არსებულ სექსისტურ დამოკიდებულებებს, დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასა და ინსტიტუციების მიმართ არასათანადო ნდობას.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახალისებენ გენდერულად მოტივირებულ დისკრიმინაციას. ეს კი სიძულვილის შემცველი გზავნილების გავრცელებასა და დისკრიმინაციულ საკანონმდებლო ინიციატივებში გამოიხატება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშის თანახმად, ე.წ. „აგენტების“ კანონი მნიშვნელოვნად შეამცირებს წვდომას იურიდიულ დახმარებასა და მხარდაჭერის სერვისებზე, ასევე შეუძლებელს გახდის გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლისას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend