კიევში ბავშვთა საავადმყოფოში, რომელიც ერთ კვირის წინ რუსი სამხედროების სამიზნე გახდა, მუშაობა განახლდა.
რუსეთმა დილიდან დაიწყო მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ. დაღუპულია სულ მცირე 20 პირი.
ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები კიევის ბავშვთა საავადმყოფოდან.https://t.co/GskBJx68d6
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) July 8, 2024
საავადმყოფოს, რომელიც უკრაინის ყველაზე დიდი პედიატრიული დაწესებულებაა, ავიაიერიშის შედეგად დიდი ზიანი მიადგა, თუმცა ახლა ნაწილობრივ აღდგა სამედიცინო სერვისების მიწოდება. გრძელდება დაწესებულების აღდგენითი სამუშაოები. ნანგრევების გასაწმენდად ადგილზე მძიმე ტექნიკა ახლაც მუშაობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საავადმყოფოს აღსადგენად 9 მილიონი ევრო გამოყო.
I held a Staff meeting today on priority topics, including the current situation in all of the main frontline directions.
We are working diligently on all issues, including the supply of weapons, the implementation of previously reached agreements with our partners, the timely… pic.twitter.com/LeykUJSPvb
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 16, 2024
რუსეთი უარყოფს სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმას და აცხადებს, რომ საავადმყოფოს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტის ფრაგმენტები მოხვდა. უკრაინა კი ამტკიცებს, რომ ადგილზე რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.