სალომე ზურაბიშვილმა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველად მიმართავს. სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, ე. წ. რუსულ კანონს ეხება. ეს კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
გიორგი მსხილაძემ განაცხადა ისიც, რომ პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.