15 ივლისს მსოფლიო – ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროკავშირი პროგრამა “განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში განხორციელებულ შედეგებს აქვეყნებს.
პროგრამის მიზანია საქართველოს ათასობით ახალგაზრდას სამუშაო ადგილის მოძიებაში დაეხმაროს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნიკა ყოჩიშვილმა ისაუბრა.