ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, რამდენჯერმე ესროლეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ სცენიდან დონალდ ტრამპი, რომელსაც მარჯვენა ყური დასისხლიანებული აქვს.
სროლის შედეგად დაიღუპა შეკრების ერთი მონაწილე, ორი კი კრიტიკულად დაშავდა. საპასუხო სროლის შედეგად მოკლულია თავდამსხმელი.
თავდასხმას ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განცხადებას ავრცელებს, ის ტრამპს პირადადაც ესაუბრა.
My thoughts are with President Donald Trump, the victim of an assassination attempt. I send him my wishes for a speedy recovery. A spectator has died, several are injured. It is a tragedy for our democracies. France shares the shock and indignation of the American people.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 14, 2024
„ვლოცულობ მისთვის, მისი ოჯახისა და ყველასთვის, ვინც შეკრებაზე იყო. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ ის“, — წერს ბაიდენი.
I have been briefed on the shooting at Donald Trump’s rally in Pennsylvania.
I’m grateful to hear that he’s safe and doing well. I’m praying for him and his family and for all those who were at the rally, as we await further information.
Jill and I are grateful to the Secret…
— President Biden (@POTUS) July 13, 2024