ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს.
სამხედროებმა ბრძანება გასცეს, ქალაქ ღაზიდან პალესტინელთა ევაკუაციისა და მათი სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლის შესახებ.
ისრაელელთა განცხადებით, მათი სამიზნე ამ არეალში მოქმედი „ჰამასის“ გადაჯგუფებული მებრძოლები არიან, მათ შორის ისინი, ვინც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში არიან ჩანერგილები.
გასული დღეების განმავლობაში ქალაქ ღაზის ინტენსიური დაბომბვის შედეგად ათეულობით პალესტინელი დაიღუპა. ასევე რამდენიმე საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა.
Attacks leave hospitals out of service in areas where they are most needed and deprive entire communities of life-saving and essential services.
Without access to health, patients in need of emergency care, with kidney failure, heart conditions, children in need of malnutrition… pic.twitter.com/R1mEuFsz85— World Health Organization (WHO) (@WHO) July 10, 2024
ისრაელის მიერ საბრძოლო აქტივობის გაზრდა, დოჰაში შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებთან შეხვედრის ფონზე ხდება, რა დროსაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებების დროს შეტევის გაძლიერება „ჰამასზე“ მეტი ზეწოლის განხორციელებას ისახავს მიზნად.
ამავდროულად, გაეროში აცხადებენ, რომ კერემ შალომის გადასასვლელზე არსებული ვითარების, საბრძოლო მოქმედებებისა და ღაზაში ისრაელის ძალებთან ეფექტური კოორდინაციის არარსებობის პირობებში პალესტინელებამდე დახმარების ძალზედ მცირე ნაწილი აღწევს.