12 ივლისს, დილის 12:00-იდან, გაიფიცა „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი. სოლიდარობის ნიშნად მათ შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც.
გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი კომპანიასთან, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
გაფიცული მოქალაქეები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.
11 ივლისს კი, გაფიცვას გამოეხმაურა სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპანიას, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.