მთავარისაქართველოსაფრანგეთის ელჩი: “გვსურს ვიხილოთ წარმატება საქართველოს ევროპულ გზაზე”

საფრანგეთის ელჩი: “გვსურს ვიხილოთ წარმატება საქართველოს ევროპულ გზაზე”

14 ივლისს, საფრანგეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ბასტილიის აღების დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ მიღება გამართა.

საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და ასევე იმაზე, რომ ძალიან მალე პარიზი ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. შერაზ გასრიმ ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროკავშირის გზაზეც.

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება მალე განაახლებს სვლას ევროპისკენ“, – აღნიშნა შერაზ გასრიმ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია.

“ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი”, -თქვა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას“, – აღნიშნა გასრიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend