ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 32 წევრი ქვეყნის მიერ დამტკიცებული კომუნიკე გაავრცელა, რომლითაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჩინეთი სამხედრო ალიანსის ყურადღების ცენტრში ექცევა. ნატოში აცხადებენ, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად ჩამოყალიბდა და ევროპაში კონფლიქტის მხარდაჭერით ჩინეთი აზიანებს საკუთარ ინტერესებსა და რეპუტაციას.
Today at the #NATOSummit, Allies agreed a defence industrial pledge to enhance our deterrence & defence.
On Ukraine, we endorsed #NATO Security Assistance & Training for Ukraine, and a financial pledge of €40B as a minimum baseline within the next year.https://t.co/HFD4YTQ6m6
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) July 10, 2024
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა საბოლოო კომუნიკე, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტზე ნატოს 32-ვე ქვეყანამ დაამტკიცა.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა სამიტის დეკლარაციის ფარგლებში განაცხადეს, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მთავარი ხელშემწყობია. შესაბამისად, ჩინეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად ზრდის იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს. მოკავშირეები აცხადებენ, რომ ევროპაში კონფლიქტის ხელშეწყობით ჩინეთი აზიანებს საკუთარ ინტერესებსა და რეპუტაციას. იენს სტოლტენბერგი დასძენს, რომ ხვალ ნატოს მოკავშირეები შეხვდებიან პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანიდან და ევროკავშირიდან და გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთის ომს უჭერს მხარს და ამტკიცებს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა აქვს.