მთავარიმსოფლიოვიქტორ ორბანის ევროპული მანტია

ვიქტორ ორბანის ევროპული მანტია

უნგრელი ავტოკრატი ვიქტორ ორბანი კიევში, მოსკოვსა და პეკინში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება, მაგრამ რა მიზანს ემსახურებოდა უნგრეთის ვიზიტი ჩამოთვლილ ქალაქებში?

ევროპელი კოლეგების გაღიზიანება ორბანის პეკინში ჩასვლამაც გამოიწვია. მანამდე ის კიევში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის მოსკოვში ჩავიდა და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

,,მშვიდობის მისია“ –  ასე უწოდა თავად ვიქტორ ორბანმა თავის ვიზიტს, რომელმაც დიპლომატიური ქარიშხალი გამოიწვია ევროპულ ქვეყნებში.

დიპლომატიური წყაროებით, ევროკავშირი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ორბანის ქმედებით. ევროპელი ლიდერების აზრით, ორბანმა ევროპის ელჩის მანტია მოირგო, ნაცვლად იმისა, რომ განემარტა, რომ ის მხოლოდ საკუთარ ქვეყანას წარმოადგენდა და არა ევროკავშირს.

სამაგიეროდ, უნგრეთის არალიბერალი ლიდერი საკმაოდ ორაზროვანი იყო თავის პოზიციასთან დაკავშირებით. მან თავის კომუნიკეში აშკარად აჩვენა ევროკავშირის თავმჯდომარეობის ლოგო და თავად პუტინიც ორბანს ევროსაბჭოს წარმომადგენლად მოიხსენიებდა.

უნგრეთის პრემიერის პოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პუტინის 2022 წლის თებერვალში წამოწყებულ არაპროვოცირებულ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

მოსკოვში მოგზაურობისას ორბანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც შეეძლო პუტინთან საუბარი.

„ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ორივე მებრძოლ მხარესთან საუბარი, მცირდება“, – თქვა ორბანმა გასულ პარასკევს კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე, – „უნგრეთი ნელ-ნელა ხდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეუძლია ყველასთან საუბარი.

მაგრამ შეუძლია თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სერიოზული წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესში?

„გერმანიის მარშალის ფონდის“ ანალიტიკოსი, დალიელ ჰეგედუსი, მიიჩნევს, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად დამკვიდრებულ ძირითად პრინციპს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინაზე საუბარი გამორიცხულია.

ჰეგედუსს არ უნახავს მსგავსი დიპლომატიით მიღწეული დადებითი შედეგი, რომ უკრაინაში ომის პრობლემები გადაჭრილიყო.  გამოწვევებთან ბრძოლა მოითხოვს ყველა პარტნიორის ჩართვას.

როგორც კი ორბანის მოსკოვში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ მას არანაირი მანდატი არ აქვს,  მისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირის სახელით წარმართოს მოლაპარაკებები.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, გასულ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტი გაიმართა ექსკლუზიურად უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში”.

სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩები შემდეგ შეხვედრაზე ერთობლივ  ახსნა-განმარტებას მოითხოვენ ვიქტორ ორბანისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend