მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: „პუტინს მხოლოდ სიკვდილი მოაქვს”

ვოლოდიმირ ზელენსკი: „პუტინს მხოლოდ სიკვდილი მოაქვს”

რუსეთმა დილიან დაიწყო მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ.

საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ კიევს, დნიპროს, კრივი რიჰს, სლოვიანსკის, კრამატორსკს…

დაღუპულია სულ მცირე 23 პირი, დაჭრილია ათობით. უკრაინის მიმართ საოკუპაციო ძალებმა 40-ამდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის, ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა კინჯლი.

თავდასხმის ქვეშ იყო კიევის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც უკრაინის ყველაზე დიდი ბავშვთა სამედიცინო ცენტრია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ტერიტორიებზე და ემთხვევა ნატოს სამიტის დაწყების წინა დღეს. სწორედ ხვალ, ვაშინგტონში მოკავშირეები გრძელვადიან გარანტიებს მისცემენ უკრაინას. თავდასხმას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც პლატფორმა იქსზე დაწერა, რომ პუტინს მხოლოდ სიკვდილი მოაქვს, „ჩვენ კი, ერთად შეგვიძლია ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება მოვიტანოთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend