მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაში, 500 მოსწავლეზე გათვლილი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაში, 500 მოსწავლეზე გათვლილი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

უკრაინის სამხრეთის ქალაქ ზაპორიჟიაში პირველი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.  ბავშვებს გაკვეთილებზე დასწრება შემოდგომიდან შეეძლებათ.

სკოლა, რომელიც 500 მოსწავლეზეა გათვლილი, მიწისქვეშ თითქმის შვიდი მეტრის სიღრმეზე შენდება და დაცული იქნება საბრძოლო მოქმედებების შედეგებისგან. ამავდროულად, 88-ე სკოლაში  რადიაციისგან დამცავი თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. ეს შენობა მოქალაქეებისთვის  კიდევ ერთი უსაფრთხო ადგილი იქნება.

88-ე სკოლის დირექტორი ლუდმილა ზლატოვას თქმით, ეს არის ერთადერთი სკოლა ამ უბანში. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ აირჩიეს მათი სკოლა. თუმცა თავშესაფრის მშენებლობამ  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საავტორო უფლება – Euronews

მშობელთა ნაწილს ვერ გადაუწყვეტია,  გაუშვას თუ არა ომის დროს შვილები სკოლაში, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ბავშვებისთვის   მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ მათაც შეუძლიათ  ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება.

ერთ-ერთი მოსწავლის დედა ლიუბოვ პაშინა ამბობს, რომ მშობლებსაც და ბავშვებსაც ძალიან გაუხარდათ, რადგან ბავშვებს, მოენატრათ უშუალო ურთიერთობები. მშობლები განიცდიან ბავშვების მდგომარეობას,  მათი მხედველობა სულ უფრო უარესდება, რადგან გამუდმებით კომპიუტერთან ან ლეპტოპთან სხედან.

Human right watch-ის მიერ  გასულ თვეს  გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია,  რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყნის განათლების სისტემას დიდი ზიანი მიაყენა.  უკრაინის განათლების მინისტრის მოადგილემ თებერვალში განაცხადა, რომ ყოველი მეშვიდე სკოლა დაზიანებულია.

ნაწილობრივ დანგრეულია 3500 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო 400 სრულადაა განადგურებული.

განათლების მინისტრის თქმით,  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ირღვევა ბავშვების უფლება, მიიღონ განათლება. იერიშები უარყოფითად მოქმედებს სოციალურ ინტეგრაციაზეც.

მსოფლიო ბანკის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში უკრაინის აღდგენით სამუშაოებს 378 მილიარდი ევრო დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend