მთავარიაზიაღაზაისრაელმა ალ-ჯაუნის სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ალ-ჯაუნის სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა  სკოლის შენობაზე, რომელსაც გაერო მართავს და რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრად გამოიყენება,  ავიაიერიში მიიტანა.

დაიღუპა 16 პალესტინელი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ასევე  75 მოქალაქე დაშავდა ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლაზე თავდასხმის დროს.  დაჭრილთა უმეტესობა ცენტრალური ღაზის მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-აქსას საავადმყოფოში, გადაიყვანეს.

ისრაელის სამხედროები ავრცელებენ კადრებს, როგორ ოპერირებენ ღაზის შიჯაიას რაიონში.

ჯარი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდა იმ რაიონში, სადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, უკვე დასრულებული იყო სამხედრო ოპერაციები.  ბოლო ორი კვირაა, ამ ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, ისევ დაეტოვებინა თავისი დროებითი საცხოვრებელი.

სასმელი წყლისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობის გამო ბანაკებში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული.

საავტორო უფლება – AP

ჯანმოში აცხადებენ, რომ რესპირატორული დაავადებების, დიარეასა და ყვითელას შემთხვევების რაოდენობა გასული წლის მონაცემებს უკვე ბევრად აღემატება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend