საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები ტექნოლოგიებს შეისწავლიან. ახალ პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ქეთი შუბაშვილმა ისაუბრა.