ევროკავშირის მხარდაჭერით „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.
კონკურსის შესახებ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა ხოფერიამ ისაუბრა.