ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრენინგინდუსტრიაში წლის ღონისძიება „ტრენერთა დღე 2024“ გაიმართა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დარგის სპეციალისტების ერთ სივრცეში შეკრება და მათთვის წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა. სამიტი წელს გაიხსნა თემით „ბედნიერება და განვითარება”, სადაც შემოთავაზებული იყო ინოვაციური კონცეფცია „მოვისმინე, მონაწილეობა მივიღე და გამოვცადე!“
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ კანაშვილმა ისაუბრა.