პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებს. კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის შექმნას, თუ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ლე პენმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა აუცილებელი იქნება.
მისივე თქმით, ის თავად არ გეგმავს მთავრობაში შესვლას და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეობას არ აპირებს.
„ნათელია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლაზე არ დავთანხმდებით, თუ გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვეძლება. ჩვენი ამომრჩევლები ახლანდელი პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. თუ ამას ვერ შევცვლით და ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ მოვალთ, რომ მინისტრების სავარძლებში ვისხდეთ, ჩვენს ამომრჩეველს ვუღალატებთ.
ბოლო წუთამდე შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ეს მთავრობა იქნება ერთიანი, კომპეტენტური, ჩვენი პარტიის წევრებისა და იმ ხალხისგან დაკომპლექტებული, რომლებმაც ჩვენთან ერთად არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.