მთავარიაზიაღაზაისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ. ისრაელელთა მიერ ხ. ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილ იერიშს ერთი ბავშვი ემსხვერპლა. საბრძოლო მოქმედებების გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ერთ დროს უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ სამხრეთის ქალაქ რაფაჰს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელელ სამხედროებს მთელ ღაზაზე მიაქვთ იერიში. სამხრეთ ღაზაში, ხან-იუნისის სამხრეთით, ქიზან აბუ-რაშვანის უბანში, დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ისრაელის სამხედროებმა ცენტრალურ ღაზაში ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკიც დაბომბეს, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მთავრობას პირობა აქვს დადებული, „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, სრულად გაანადგუროს, რათა აღარასოდეს განმეორდეს 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა. მისი თქმით, ისრაელი მიზანს მალე მიაღწევს.

სამხრეთის ქალაქ რაფაჰში ისრაელელთა სამხედრო ოპერაციის გამო ბევრმა პალესტინელმა დატოვა ერთ დროს უსაფრთხო ზონად გამოცხადებული არეალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend