მთავარიკუბისაერთაშორისო მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ

საერთაშორისო მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ

„გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეიოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა“- ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და ყველგან რისკავდნენ.

საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. სტატისტიკური გვერდის OptaJose-ის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე მამარდაშვილის მსგავსად 30 „სეივი“ შეასრულა.

რაც შეეხება ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend