30 ივნისს თავდაცვის უწყებამ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღნიშნა. სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. დაჭრილ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი ღია კარის დღეზეც უმასპინძლებს.