ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ქალის მერილინ მონროს თაყვანისმცემლებმა მოიგეს მერილინის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლის დაცვის ირგვლივ მიმდინარე დავა.
**SUCCESS** 🙌 The Marilyn Monroe Residence in Brentwood is now a Historic-Cultural Monument! Today, L.A. City Council unanimously approved the nomination for Marilyn Monroe’s final home. Thanks to all who voiced their support and a HUGE thanks to Councilwoman Traci Park & team! pic.twitter.com/eaf3rcnBYS
— L.A. Conservancy (@LAConservancy) June 26, 2024
სახლი, რომელშიც მერილინ მონრომ მცირე ხანს იცხოვრა და რომელშიც გარდაიცვალა, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ძეგლად გამოცხადდა. ამავე დროს Palm Springs-ის დაგეგმარების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მერილინ მონროს 8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელსაც „მერილინი მარად“ ეწოდება, ხელუხლებლად დარჩება.

გამოცემა Los Angeles Times-ის მიხედვით, ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭომ ხანგრძლივი დავის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ესპანური კოლონიალიზმის სტილის სახლი არ დაენგრია. მისი ამჟამინდელი მეპატრონეები იქვე მეზობლად ცხოვრობენ და ამ სახლის აღება სურდათ მამულის გაფართოების მიზნით. თუმცა ქალაქის საბჭომ ერთსულოვნად გადაწყვიტა სახლის გადარჩენა. როგორც ქალაქის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ტრასი პარკმა კენჭისყრის წინ განაცხადა, „ლოს-ანჯელესში მერლინ მონროზე სათაყვანებელი ადამიანი არ არის და არც მის Brentwood-ის სახლზე საყვარელი ადგილი არსებობს.“
მერილინმა ეს სახლი 75 ათას დოლარად შეიძინა და იქვე გარდაიცვალა რამდენიმე თვის შემდეგ 1962 წლის 4 აგვისტოს.
სახლის ამჟამინდელმა მფლობელებმა ბრინა მილსტეინმა და როი ბენკმა ეს სახლი 8.35 მილიონ დოლარად იყიდეს და მისი აღების ნებართვაც მიიღეს, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახლი იმდენჯერ გადაკეთდა წლების განმავლობაში და იმდენად შეიცვალა, რომ ისტორიული ღირებულება აღარ ჰქონდა, თანაც, მის სანახავად მისული ტურისტების ნაკადი ძალიან აწუხებდა უბნის მცხოვრებთ.
მილსტეინმა და ბენკმა ლოს-ანჯელესის თვითმმართველობას უჩივლეს და სასამართლო 13 აგვისტოს გაიმართება.
ავტორი: დევიდ მორიქონი