წლევანდელი ლუმიერის კინოპრემია გადაეცემა ცნობილ ფრანგ მსახიობ ქალს, იზაბელ იუპერს, რომელმაც მაყურებელთა გულები უთვალავჯერ მოიგო სხვადასხვა ფილმით, რომელთა შორის განსაკუთრებულად ცნობილია „პიანინოს მასწავლებელი“, „8 ქალბატონი“ და „ელე“.
ლუმიერის პრესტიჟული კინოპრემია იზაბელ იუპერს გადაეცემა ოქტომბერში ძმები ლუმიერების მე-16 კინოფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდება 12-16 ოქტომბრის პერიოდში.
Le Prix Lumière 2024 est… pic.twitter.com/bzX7m2DFNB
— Institut Lumière (@InstitutLumiere) June 27, 2024
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, იზაბელ იუპერი „ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული ფრანგი მსახიობი ქალია მსოფლიოში, რომლის კარიერაც თანამედროვე კინოს ისტორიის ძალიან დიდი ნაწილს მოიცავს“.
71 წლის იზაბელ იუპერს 150-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და უამრავი ჯილდოს მფლობელია. გასულ წელს ლუმიერის საპატიო პრემია გერმანელმა კინორეჟისორმა ვიმ ვენდერსმა მიიღო. უიპერი მეოთხე ქალია, რომელმაც ლუმიერის ეს საპატიო ჯილდო მიიღო. მანამდე პრემიის ლაურეატი ქალები იყვნენ მსახიობები კატრინ დენევი (2016 წელს) და ჯეინ ფონდა (2018 წელს), ასევე კინორეჟისორი ქალი ჯეინ კამპიონი (2021 წელს).
ავტორი: დევიდ მორიქონი