საქართველოში პირველი ნორდიკული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა სკანდინავიურ მიდგომებს ურბანიზმის, ტექნოლოგიების, აქტიური მოქალაქეობის, ინოვაციების, ლიტერატურისა და მრავალი სხვა მიმართულებით.
სკანდინავიური კულტურის, სკანდინავიის ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში შვედეთის სამეფოს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკურ საკითხთა ოფიცერმა თამარ დათუაშვილმა და დანიის საელჩოს კომუნიკაციის ოფიცერმა ანა სარქისიანმა ისაუბრეს.