მთავარიკუბი„ისტორიის შემქმნელები” - საქართველო-პორტუგალიის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

„ისტორიის შემქმნელები” – საქართველო-პორტუგალიის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

„გმადლობ, რომ თამაშობთ ჩვენს ლამაზ ფეხბურთს ისე, როგორც ის იყო ჩაფიქრებული” – სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმაურებიან სპორტის ექსპერტები, ბლოგერები, კლუბები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„ისტორიის შემქმნელები! საქართველოს წინ მიიწევს!“ – ასეთი შეფასებით გამოქვეყნდა UEFA-ს ოფიციალურ ფეისბუკ ვერდზე საქართველოს ფოტოები, რომლებსაც 120 ათასზე მეტი რეაქცია და ათობით ათასი კომენტარი აქვს.

ულოცავენ ქართველ ფეხბურთელებს ასევე კლუბებიც, სადაც ისინი თამაშობენ. კლუბი „ნაპოლი” ულოცავს ხვიჩა კვარაცხელიას და საქართველოს. „ხვიჩა კვარაცხელიას გოლს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გაჰყავს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, პირველად ისტორიაში, გილოცავთ“.

ვალენსია: „ეს ადამიანი! დაუჯერებელია, ვულოცავთ გიორგის, ნამდვილად დაიმსახურა“, – წერს კლუბი გიორგი მამარდაშვილზე.

ლევანტე: „ვამაყობ შენით გილოცავ საქართველო“, – წერს სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი გიორგი ქოჩორაშვილზე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედიაც აფასებს.

CNN: „ქვეყნის ისტორიაში პირველად დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და ინტენსიური ფეხბურთით“.

Reuters: „მეტი ვიდრე კვარადონა – საქართველოს ევროპის ისტორიას წერს მონდომებითა და გულით. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, რის შემდეგაც საქართველომ მერვედფინალში გასაოცარი კვალიფიკაცია მოიპოვა, დაადასტურა, რომ საქართველო, როგორც მთლიანი გუნდი, სერიოზულად უნდა აღიქვან“.

საქართველოს გამარჯვებას ეხმაურებიან ამერიკაშიც. ჰელსინიკის კომისია: “ვულოცავთ ქართველ ხალხს დღევანდელ ისტორიულ მიღწევას ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ძლიერია და რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს“.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ექსპერტი სტენ კოლიმორი: „ბრწყინვალე საქართველო, ბრწყინვალე! მადლობას გიხდით, რომ თამაშობთ ჩვენს ლამაზ ფეხბურთს ისე, როგორც იყო ის ჩაფიქრებული. ლამაზად, ხალისით, გამომეტყველებით, ოსტატობით, ტემპითა და ვნებით, რაც ტელევიზორის ეკრანიდანაც იგრძნობა. გმადლობთ“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend