მთავარიაზიაჩინეთიპეკინში პოლონეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

პეკინში პოლონეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

24 ივნისს პეკინში გამართულ მიღებაზე სი ძინ პინმა პოლონეთთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და „ქაოსური საერთაშორისო სიტუაციის“ ფონზე მეტად მტკიცე კავშირების განვითარებაზე მზაობა გამოთქვა. ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ გასული 75 წლის განმავლობაში ორმა სახელმწიფომ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოაყალიბა.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ლიდერობით ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებაში და სი ძინ პინი მომავალ წელს საპასუხო ვიზიტით პოლონეთში მიიწვია. გარდა ამისა, ლიდერების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინის საკითხსა და ბელარუსის საზღვართან შექმნილ კრიზისს შეეხო. მანამდე კი, ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს გულისხმობს. როგორც პოლონეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშიდანაა ცნობილი, ქვეყანაში შემოტანილი საქონლის მხოლოდ 13.9% იყო ჩინური, ხოლო ვარშავამ ამ მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი გაიტანა ჩინეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend