27 და 28 ივნისს თბილისის კონსერვატორიაში, ხოლო 29 ივნისს გორის მუსიკალურ სასწავლებელში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ გაიმართება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პიანისტმა, “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” დამფუძნებელმა, თამარ ლიჩელმა ისაუბრა.