მთავარიამბებიისრაელმა ღაზაში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შენობაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზაში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შენობაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელი აგრძელებს ღაზაში სახმელეთო და ავიაოპერაციებს. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 37 551, ხოლო დაიჭრა 86 000-ზე მეტი პალესტინელი.

საავტორო უფლება – AP

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ჭურვი ჩამოვარდა დაწესებულების მთავარ შესასვლელთან, რომელიც მთლიან სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისთვის გამოიყენება. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის დროს შენობას ასობით ადამიანი აფარებდა თავს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს,  რომ ოთხი თვეა, რაც შეერთებული შტატების მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება საგრძნობლად შემცირებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უარყო ბრალდებები.

ნეთანიაჰუმ კვირას კვლავ გააკეთა განცხადება ამის შესახებ და აღნიშნა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა.  სწორედ ამიტომ  გადაწყვიტა, ასეთი მნიშვნელოვანი  საკითხი საჯაროდ განეხილა.

ამავდროულად,  ბეიტლაჰიაში არასრულფასოვანი კვების გამო კიდევ ორი ჩვილი დაიღუპა.

ღაზაში შიმშილითა და უწყლობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31-ამდე გაიზარდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შვიდი ოქტომბრის შემდეგ 37 551 პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან უმეტესობა ქალი და ბავშვია. 86 000-ზე მეტმა მოქალაქემ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend