მთავარიმსოფლიოჰავაიზე ზვიგენის თავდასხმას 49 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჰავაიზე ზვიგენის თავდასხმას 49 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჰავაის მიმდებარე წყლებში, კუნძულ ოაჰუს მახლობლად, ზვიგენის თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

49 წლის მაშველი ტამაიო პერი ოკეანის უსაფრთხოების დეპარტამენტში 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობდა, იგი ასევე მეკობრის როლს თამაშობდა კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე ფილმში.

პერი უკვე დაღუპული იყო, როცა ის სანაპიროზე კოლეგებმა გამოიყვანეს. შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანახმად, ჰავაის წყლებში ზვიგენის თავდასხმის შემთხვევები ძალიან იშვიათია, საშუალოდ წელიწადში 3-4 შემთხვევა აღირიცხება, მათი დიდი უმრავლესობა კი ფატალური შედეგით არ სრულდება.

ფლორიდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ზვიგენის თავდასხმის 120 შემთხვევა იყო, მათგან 69 იყო არაპროვოცირებული. 2023 წელს ზვიგენის თავდასხმას ჯამში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend