სპორტული ცეკვის სახეობის, ბრეიქ დანსის შემსრულებლები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2020 წელს ბრეიქ დანსი ოლიმპიური სპორტის სახეობად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 4 წლის შემდეგ, ანუ 2024 წელს, პირველი შეჯიბრება სწორედ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართებოდა. ბრეიქ დანსის ეს მოცეკვავეები რიო-დე-ჟანეიროდან არიან, ისინი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან.
„ბრეიქ დანსის ოლიმპიური სპორტის სახეობად გამოცხადების შემდეგ ჩვენი მოტივაცია გაიზარდა. ჩვენით ახლა ის ხალხი და კომპანიები დაინტერესდნენ, რომლებიც აქამდე ყურადღებას არ გვაქცევდნენ. წლევანდელი გამოსვლით ვეცდებით, რომ ჩვენი ცეკვის კულტურა გავაცნოთ ყველას“,- ამბობს მოცეკვავე, გაბრიელ ბარეტო.
„ ბრეიქ დანსის კულტურა განსაკუთრებულია. ვინც ამ მიმდინარეობას მიჰყვება, გრძნობს ძლიერ კავშირს ამ ცეკვასთან. შესაბამისად, მათთვის მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია“,- ამბობს, მოცეკვავე საბრინა ვაზი.
ოლიმპიადაში მონაწილეობამდე ბრაზილიელი მოცეკვავეები ბრაზილიაშივე მართავენ ღონისძიებებს, რათა ბრეიქ დანსის შესახებ უფრო მეტმა გაიგოს.
ბრეიქ დანსი სპორტული ცეკვის სახეობაა, რომელიც პირველად 1970 წელს ბრონქსში ჩამოყალიბდა და ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ცეკვაა, რომელიც ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებს აერთიანებს.