მთავარიკუბიროგორ იყენებს კრემლი დასავლელ ჟურნალისტებს თავის სასარგებლოდ

როგორ იყენებს კრემლი დასავლელ ჟურნალისტებს თავის სასარგებლოდ

პროგრამული უზრუნველის ფინურმა კომპანია „ჩეკ ფერსტმა“ გამოაქვეყნა კვლევა სახელად, „ოპერაცია გადატვირთვა“, რომლის მიხედვითაც პრორუსული ძალები ცდილობენ ყალბი ნარატივების მქონე ამბების გავრცელებას, რაც შეიძლება ფართოდ და ამის გამო რეპორტიორებს აიძულებენ ირიბად გაავრცელონ ყალბი ამბებიც.

მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, პრორუსული სუბიექტები მიზანმიმართულად და კოორდინირებულად უზიარებენ ჟურნალისტებს ყალბ ამბებს, რომ ისინი შემდგომ დაკავდნენ ამბების გადამოწმებით, თუმცა ამ გადამოწმების პროცესში ყალბი ამბავი მაინც ზიარდება. სქემა ეყრდნობა მარტივ პრინციპს – ყველანაირი რეკლამა, კარგი რეკლამაა“, – აღნიშნავენ ანგარიშში.

ოპერაცია „გადატვირთვას“ მიზანში ჰყავდა 800-მდე ახალი ამბების ორგანიზაცია მთელი ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც, რომლის დროსაც მედიებს გაუგზავნეს დაახლოებით 2500 ტვიტი და 200-მდე ელექტრონული წერილი.

ასევე, ამაში დიდი როლი ითამაშა „ტელეგრამმა“. ამბების დიდი ნაწილი ჟურნალისტებს ტელეგრამით ეგზავნებოდა. “ჩეკ ფერსტმა” აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 250 ამბავი, ფაქტების გადამმოწმებლებმა გადაამოწმეს და შემდეგ გააზიარეს საჯაროდ სწორედ მას შემდეგ, რაც ამ პრორუსულმა ობიექტებმა სთხოვა მათ გადამოწმება.

მაგალითად, წერილი მივიდა ფაქტჩერეკებთან ელექტრონულ მისამართზე, სადაც სუბიექტი თავს აჩვენებდა აღელვებულ მოქალაქედ, რომელმაც თითქოს რუსულ მედიაში ნახა საეჭვო ნიუსები და სთხოვდა დასავლელ ჟურნალისტებს ამბის გადამოწმებას.

ანგარიშის ავტორების თქმით, პრორუსული ქსელის მთავარი მიზანია, რომ ზედმეტად დატვირთონ მთლიანად მედიაგარემო, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს უკვე გადამოწმებულ ამბავი, რადგან ამით უბრალოდ იფიტება მედიების რესურსი და ასევე, იღლება აუდიტორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend