მთავარიგადაცემებიScenesნიგერიელი შშმ ბავშვების მფარველი ანგელოზი

ნიგერიელი შშმ ბავშვების მფარველი ანგელოზი

ნიგერიაში ცხოვრობს ქალი,  სახელად კრისტალ ჩიგბურომელიც თავისი ფონდის საშუალებით უნარშეზღუდულ ბავშვებს  ახალ ცხოვრებას ჩუქნის.

წლების წინ კრისტალ ჩიგბუს შემეძინა ქალიშვილი, რომელიც კიდურების თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, რის გამოც მისი ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. სწორედ მაშინ  აღმოაჩინა, რომ ამპუტირებული კიდურების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ფაქტობრივად არავითარი დახმარება არ არსებობდა.

საკუთარი გამოცდილების შემდეგ კრისტალმა გადაწყვიტა დაეფუძნებინა ფონდი Irede Foundation, რომელიც კიდურების პროთეზს აწვდის იმ ბავშვებს, რომლებმაც კიდურები ამა თუ იმ შემთხვევის გამო დაკარგეს. ეს ფონდი იმიტომ დაარსდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრების უკეთესი საშუალება მისცეს.

კრისტალის საქმიანობის წყალობით  სრულიად შეიცვალა პერი ოდიგის ცხოვრება  – ეს არის მოზარდი ბიჭი, რომელსაც კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს. სანამ კიდურების პროთეზებს მიიღებდა, მისი ცხოვრება არ იყო მარტივი. არ შეეძლო, მაგალითად, სკოლიდან შინ ფეხით წამოსვლა. ვერ  დადიოდა საყიდლებზე. თუმცა ფონდის მხარდაჭერის შემდეგ პერის დამოუკიდებლად შეუძლია სიარული.

Irede Foundation-ი ბავშვებს ფიზიოთერაპიასაც უტარებს და ასწავლის, თუ როგორ მოირგონ პროთეზი და იარონ, თან ამპუტაციის შემდეგ დახმარების მოსურნე ჯგუფებსაც გვერდით უდგას. კრისტალის ორგანიზებით ტარდება სახალხო სეირნობის კამპანიები, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც კიდურები დაკარგეს და დაასრულოს მათი დისკრიმინაცია.

ფონდის ინიციატივების წყალობით კრისტალი და მისი გუნდი მნიშვნელოვნად უმსუბუქებენ ცხოვრებას ასობით ბავშვს. მისი დაუღალავი შრომის შედეგად, რომელიც კრისტალის ქალიშვილის მსგავსი ბავშვების შესახებ ნიგერიის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, მართლაც იცვლება მიდგომა შშმ ბავშვების მიმართ და მათ უფრო ნათელი მომავალი ექნებათ.

ავტორები: გრეგორი უორდი და დამილოლა აიოდელე ადეკოია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend