გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ჯერ არ გაუგზავნია ჰუმანიტარული დახმარება იმ გზაზე, რომელიც, ისრაელის არმიის დაპირებით, ტაქტიკური პაუზის გამო უსაფრთხოა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას კვლავ ელიან ღაზის სამხრეთში, სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.

ჟურნალისტებს ესაუბრა გაეროს ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელიც საზოგადოებას ვინაობას არ უმხელს, რადგან არ აქვს უფლება, ეს საკითხი მედიასთან განიხილოს.
მისი თქმით, ისრაელის მტკიცების მიუხედავად, რომ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა სატვირთო მანქანებისთვის, მაინც არსებობს საშიშროება, რადგან კანონთან და რეგულაციებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გარკვეული.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები მუდმივად საუბრობენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხების თაობაზე, რაც დაკავშირებულია ისრაელის მიერ ტვირთის შემოწმებასა და საბრძოლო მოქმედებებთან. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივები სატვირთოებზე ადიან და ძარცვავენ მათ.
The Disaster Intervention and Response Team of the Palestinian Red Crescent Society in Tubas provided relief materials to seven affected families, consisting of 37 individuals, in the Al-Far'a camp in #Tubas Governorate. This followed the demolition, explosion, burning, and… pic.twitter.com/aHjEwvoNIY
— PRCS (@PalestineRCS) June 17, 2024
ისრაელის არმიამ კვირას განაცხადა, რომ მათ მიერ შედგენილი მარშრუტის გასწვრივ, ქერემ შალომის გადასასვლელიდან სალაჰ ად–დინის გზატკეცილის ჩათვლით ყოველდღიურად რამდენიმე საათით შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს იმისათვის, რომ ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც მოგვიანებით ისრაელის ომის კაბინეტი დაითხოვა.