მთავარისაქართველოთბილისის დიდი ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა

თბილისის დიდი ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა

თბილისის დიდი ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჯერ არ აქვთ პასუხი, რამდენ დღეში შეიძლება დასრულდეს სოფელ წიწამურის მიმდებარედ 16 ივნისს დაზიანებული ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის აღდგენის სამუშაოები.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზიანებული მონაკვეთი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ არის, რაც მათი განმარტებით, მიმდინარე სამუშაოებს ართულებს. GWP-ში ამბობენ, რომ მუშაობენ ალტერნატიულ გზებზე, თუ როგორ მიაწოდონ მოსახლეობას სასმელი წყალი, თუმცა დაზიანებიდან 24 საათის შემდეგაც მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

„სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება. ნაცვლად 110,000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის. დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსსა და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად, წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა“, – ნათქვამია GWP-ის ოფიციალურ განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერში“ ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend