უკვე მეორედ საქართველოში “თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” იმართება… ეს მოვლენა პრესკონფერენციითა და წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა.
წარადგინეს ლექსო თორაძის ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც აერთიანებს ფოტოებს საოჯახო არქივიდან, წერილებს და სხვა მნიშვნელოვან ამბებს ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ლექსო თორაძის ცხოვრებიდან. წლევანდელი ფესტივალი 13 დღე გაგრძელდება და კონცერტებთან ერთად მოიცავს ასევე ლექციებს, მასტერკლასებსა და საინტერესო შეხვედრებს.
ამ თემაზე ედიშერ სავიცკი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და მარიამ ყარალაშვილი – ფესტივალის არტისტ მენეჯერი საუბრობდნენ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში.