მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუ აკრიტიკებს სამხედროების განცხადებას, ღაზაში ყოველდღიური ტაქტიკური პაუზის შესახებ

ბენიამინ ნეთანიაჰუ აკრიტიკებს სამხედროების განცხადებას, ღაზაში ყოველდღიური ტაქტიკური პაუზის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა სამხედროების გეგმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ყოველდღიური ტაქტიკური პაუზის გამოცხადებას ითვალისწინებს.

ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ პაუზა, რომელიც მიზნად ისახავს ქერემ შალომის გადასასვლელიდან დახმარებით დატვირთული მანქანების ღაზაში შეშვებას, ყოველდღიურად შემდგომ შეტყობინებამდე იმოქმედებს.

ეს უთანხმოება იმ დაძაბულობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელიც ნეთანიაჰუს კოალიციასა და სამხედროებს შორის ღაზაში მიმდინარე ომის წარმოებასთან დაკავშირებით არსებობს. ერთი კვირის წინ ყოფილმა გენერალმა ბენი განცმა მთავრობა დატოვა და განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს არ აქვს ეფექტური სტრატეგია ღაზაში.

ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ რიგითი ისრაელელებიც. ისინი თვლიან, რომ  მთავრობა მძევლების გასათავისუფლებლად შესაბამისად არ მოქმედებს.

თელავივში კი მოქალაქეები  ყოველ კვირას მართავენ საპროტესტო აქციებს ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ბურეჯის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი.

საავტორო უფლება – Saher Alghorra/2024 The AP.

ისრაელელმა სამხედროებმა  ავიაიერიში  იმ დროს მიიტანეს, როდესაც მუსლიმანები ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ.

ბოლო ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციას 37 000 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის არიან როგორც  სამოქალაქო პირები, ისე მებრძოლები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend