მთავარიმსოფლიოაშშ იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლისთვის ემზადება

აშშ იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლისთვის ემზადება

აშშ-ს საზღვაო ფლოტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ ყველაზე ინტენსიური ბრძოლისთვის ემზადება. მათთან გასამკლავებლად წამოწყებული ოპერაცია დაჩრდილა ისრაელ-ჰამასის ომმა, რომელიც ღაზაში მძვინვარებს.

მეამბოხეების სამიზნე 50-ზე მეტი ხომალდი იყო. ექსპერტების ვარაუდით, ომი  კიდევ უფრო გამწვავდება, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.

ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათი თავდასხმები წითელ ზღვაში კომერციულ გემებსა და ამერიკულ ძალებზე  პალესტინელებისა და „ჰამასის“მხარდაჭერას  გამოხატავს. ისრაელის მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ომი ისრაელმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო.

ჰუსიტების თავდასხმებმა შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, გემები კომერციულ გადაზიდვებს შემოვლითი გზებით აწარმოებენ. გრძელი მარშრუტი მიწოდების ხარჯების ზრდას იწვევს და გლობალური ინფლაციის ახალი ტალღის რისკებს ქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend