მთავარიმსოფლიოპანამის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არხზე ინტენსიური მოძრაობა ოქტომბრიდან აღდგება

პანამის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არხზე ინტენსიური მოძრაობა ოქტომბრიდან აღდგება

პანამის არხის მთავარი ჰიდროლოგის განცხადებით, არხის ზონაში, სადაც ძლიერი გვალვის გამო შეზღუდულია დღიურად გამავალი გემების რაოდენობა,  ინტენსიური მოძრაობა ოქტომბრიდან აღდგება. 

ხელისუფლება წყლის ნაკლებობას ელ ნინიოს ბუნებრივ ფენომენს უკავშირებს, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ტემპერატურის ზრდასა და კლიმატის ცვლილებას.

პანამის არხის ჰიდროლოგი აიაქს მურილიო ამბობს, რომ ფისკალური წლის ბოლოს, ანუ სექტემბრის ბოლოდან და მომავალი ფისკალური წლის ოქტომბრის დასაწყისიდან, თუ საზღვაო ინდუსტრია შესაბამისად იმოქმედებს, უნდა მიუახლოვდნენ ძველ მაჩვენებელს, რაც იმას გულისხმობს, რომ პანამის არხს დღეში დაახლოებით  36 გემი გადაკვეთს.

პანამის არხის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წვიმების სეზონის დაწყების შემდეგ ის გემების მაქსიმალურ რაოდენობას 34-ამდე გაზრდის, რაც ახლანდელ მაჩვენებელზე ორით მეტია. როგორც წესი, არხის ზონაში, ჩვეულებრივ,  36-38 გემი მოძრაობს.

ჰიდროლოგ აიაქს მურილიო თქმით, წყლის დონის მატებასთან დაკავშირებულმა ყველა პარამეტრის ჰიდრომეტეოროლოგიურმა პროგნოზმა საშუალება მისცა მათ, თანდათან გაეზარდათ  გემების რაოდენობა.

გვალვამ, რომელიც შარშან დაიწყო, მნიშვნელოვნად შეამცირა კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის დამაკავშირებელი არხის ოპერირებისთვის საჭირო მტკნარი წყლის მარაგი. შედეგად არხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა დაწესდა მასში გამავალი გემების მაქსიმალურ რაოდენობაზე. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ბოლოს, ყველაზე კრიზისულ პერიოდში, დღეში 22 გემამდე ჩამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend