მთავარიევროპაუკრაინაშეზღუდვა მოხსნილია -„აზოვის პოლკი“ ამერიკულ იარაღს ელის

შეზღუდვა მოხსნილია -„აზოვის პოლკი“ ამერიკულ იარაღს ელის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სპეცდანიშნულების „აზოვის“ ბრიგადას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

„აზოვის“ ბრიგადა უკრაინის ყველაზე ეფექტურ საბრძოლო შენაერთებს შორისაა. შეერთებულმა შტატებმა „აზოვის” მებრძოლებს ამერიკული იარაღის გამოყენება მას შემდეგ აუკრძალა, რაც დადგინდა, რომ ბრიგადის ზოგიერთ დამფუძნებელს რასისტული, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური შეხედულებები ჰქონდა.

კრემლმა ფაქტი, რომ პოლკი ულტრამემარჯვენე მებრძოლებისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ბატალიონიდან წარმოიქმნა, პროპაგანდისა და უკრაინაში შეჭრის „ნაცისტური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლად“ შერაცხვისთვის გამოიყენა.

„აზოვის“ ბრიგადაში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პოლკისთვის იარაღის გაგზავნის აკრძალვის მოხსნა მნიშვნელოვანი სიახლეა. მათ იმედი აქვთ, რომ ამერიკიდან მძიმე ტექნიკასთან ერთად საევაკუაციო აღჭურვილობასაც მიიღებენ.

„ჯერ არ მიგვიღია ცნობა მომარაგების დაგეგმვის შესახებ, მაგრამ იმედი გვაქვს, მძიმე ტექნიკასა და საევაკუაციო აღჭურვილობას მივიღებთ. დაჭრილთა ევაკუაციის პრობლემა ძალიან ხშირია. ვიმედოვნებთ დასავლურ საგანმანათლებლო პროგრამებს სპეციალისტებისთვის, ქირურგებისთვისა და ანესთეზიოლოგებისთვის. ამ აკრძალვის გაუქმებამდე იყო შემთხვევები, როცა ჩვენს ქირურგებს საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.

21 საუკუნეში ერთი ქვეყანა რუკის გადახატვას ტანკებით ცდილობს. ეს მრავალი წლის განმავლობაში სიჩუმეში ხდებოდა. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს, რიგში, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩადგებიან. ეს ყველაფერი კარგად უნდა გავიგოთ და ომი აქ დავასრულოთ“, – ამბობს ჯედაი, აზოვის ბრიგადის ოფიცერი.

„აზოვის“ ბრიგადის ოფიცერი აღნიშნავს, რომ მათთვის იარაღის მიწოდების ბლოკირებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე შედეგი კი, მარიუპოლის დაცვისას დადგა.

„აზოვის“ მებრძოლებმა სახელი სწორედ 2022 წლის გაზაფხულზე გაითქვეს, როცა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ:

„აზოვის პოლკისთვის დასავლური იარაღის მიწოდების ბლოკირებამ იმოქმედა საბრძოლო დავალებების შესრულების ხარისხზე. დავალებათა შესრულება ბევრად უფრო ეფექტურად, ნაკლები დანაკარგებით შეგვეძლო. ამ წლების განმავლობაში საბჭოთა იარაღით გვიწევდა მუშაობა. ამან მარიუპოლის დაცვისას ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა.

თუ იარაღს მოგვაწოდებენ და ამასთან დასავლურ სამხედრო ცოდნაზე გვექნება წვდომა, ეს ჩვენი ქვედანაყოფის საბრძოლო ამოცანების ეფექტურად შესრულებასა და სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.“

2014 წელს უკრაინელი მოხალისეების მიერ შექმნილი „აზოვის“ პოლკი დღეს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია. რუსეთმა “2022“ წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend