მთავარიაზიაღაზაგრძელდება მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად

გრძელდება მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად

შუამავლები კატარიდან და ეგვიპტიდან  აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ გარკვეული შენიშვნები შეიტანა შეერთებული შტატების მხარდაჭერილ შეთავაზებაში, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და გატაცებული მძევლების პატიმრებში გაცვლას უკავშირდება.

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, გადადგან ნაბიჯი  შეთანხმების მისაღწევად, რადგან მათთვის მთავარი მიზანი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების სრული შეწყვეტაა.

გაეროს ანალიტიკოსი მაია უნგარი ამბობს, გაეროში მიღებული რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სიმბოლური ხასიათისაცაა.  მისი აზრით, აუცილებელია, რეზოლუციის მნიშვნელობის გათვალისწინება.

კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა საბოლოო ჯამში ისრაელი ღაზაში მაინც განაგრძობს სამხედრო ოპერაციებს, რომლებსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება.

ბოლო ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებს 37 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend