მთავარისაქართველობალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგე ორი პირი დაჭრეს

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგე ორი პირი დაჭრეს

მარტვილში, სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც უკვე წელიწადზე მეტია მოქალაქეები ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას აპროტესტებენ, გუშინ ღამით მშენებლობის მოწინააღმდეგე ორი აქტივისტი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ამ საკითხზე განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეზე დააკავეს ძმები – ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო მეორე მუქარის ბრალდებით. იმავე წყაროს ცნობით, ეს მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა თვითმხილველ ცოტნე თვარაძეს, რომელმაც ბალდის კანიონთან დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა.

თავად მოძრაობამ სახელწოდებით „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი წევრი დიკო ბჟალავა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend