მთავარიკუბიაშშ-ის პრეზიდენტის შვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ამერიკელმა ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონო შენახვის შესახებ სამივე ბრალდებით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის მოქმედის პრეზიდენტის ოჯახის წევრი ფედერალური სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდების გასამართლდა. დანაშაული 25 წლის თავისუფლების აღკვეთასა და 750 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ითვალისწინებს, თუმცა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასჯელი გაცილებით მსუბუქი იქნება.

როდის გამოცხადდება საბოლოო ვერდიქტი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ოჯახის წევრებთან ერთად – საავტორო უფლება Matt Slocum/2024 The AP.

თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა შვილის სასამართლოს შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას სცემს პატივს.

პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ჰანტერ ბაიდენი, მაგრამ მან უკვე განცხადება, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა შვილზე უარს არ ამბობს  და ყველანაირად ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს.

პრეზიდენტის შვილის საქმეს პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მხრიდან. ისინი წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ ჰანტერ ბაიდენის ქცევებს და ასევე მის სავარაუდო კორუფციულ სქემებს უკრაინაში.

რესპუბლიკელების ნაწილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი ,რადგან მათივე თქმით, ჰანტერ ბაიდენს ბრალი სხვა საქმეებზეც მიუძღვის. ასე ფიქრობს ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფიც, მათი თქმით, ეს სასამართლო რეალური დანაშაულების გადასაფარად ჩატარებული პროცესი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend