მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის ულტრამემარჯვენეები არჩევნებისთვის ემზადებიან

საფრანგეთის ულტრამემარჯვენეები არჩევნებისთვის ემზადებიან

პრეზიდენტი ლეპენი, პრემიერი ბარდელა – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების ასეთ განაწილებას სთავაზობს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი ქვეყნის მოსახლეობას.

ეს იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული გაერთიანება გაიმარჯვებს.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ფრანგ ხალხს დავუბრუნოთ საფრანგეთი. ამისთვის თქვენ უნდა გაერთიანდეთ. მე სიტყვის ქალი ვარ, თვეების განმავლობაში ვეუბნებოდი ფრანგ ხალხს, რომ მე და ჟორდან ბარდელა ერთხმად ვმუშაობთ, რათა აღვასრულოთ ფრანგი ხალხის სურვილები. მე პრეზიდენტის რანგში, ხოლო ბარდელა – პრემიერ-მინისტრის“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

წლების განმავლობაში ლე პენი იყო ეროვნული გაერთიანების წამყვანი ფიგურა, თუმცა მან ევროპულ არჩევნებამდე წინ წამოწია ჟორდან ბარელა, როგორც პარტიის ლიდერი. ორშაბათს საღამოს TF1-თან ინტერვიუმ ნათლად აჩვენა პარტიაში ძალაუფლების იერარქია. ბარდელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, ლე პენს კი საპრეზიდენტო ამბიციები აქვს.

28 წლის ბარდელა ძალიან სწრაფად დაწინაურდა პარტიის იერარქიაში, მას შემდეგ, რაც დახვეწა საკუთარი პოლიტიკური უნარები, როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტმა.

ევროპული კამპანიის განმავლობაში მისი პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

სწორედ ჟორდან ბარდელა მიიჩნევა ემანუელ მაკრონის პარტიისთვის უდიდეს გამოწვევად მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე.

ჟორდან ბარდელა, პარიზი, საფრანგეთი, 9 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Lewis Joly

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების სისტემა ისტორიულად ართულებდა რადიკალებისთვის უმრავლესობის მოპოვებას, რადგან ტრადიციული პარტიები ერთად მუშაობდნენ კოალიციურ ფორმატში და რადიკალურ პარტიებს იზოლაციაში ტოვებდნენ. თუმცა ამჯერად ამ სტრატეგიამ შეიძლება არ იმუშაოს.

თუ ლე პენის პარტია შეძლებს არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვებას, ემანუელ მაკრონი იძულებული იქნება პრემიერ-მინისტრად ბარდელა დანიშნოს.

ხელისუფლებას მოუწევს კოჰაბიტაციის პირობებში მუშაობა. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი წარმართავს შიდა პოლიტიკას, ხოლო პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას.

ასეთმა გარიგებამ შესაძლოა საფრანგეთი თითქმის უმართავი გახადოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend