მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს მსგავსი იარაღის შეძენა / რეგისტრაცია საჭიროა, მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.
ბოლო პერიოდში ესაა მორიგი ცვლილება, რომელიც იარაღს ეხება, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად გრძელლულიანი ხრახნიანი სანადირო თოფები სავალდებულო ბალისტიკურ შემოწმებას ექვემდებარება.
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში საკანონმდებლო ცვლილებები პრეციზიული სროლის ფედერაციის წევრმა ოთარ კიშინსკიმ შეაფასა.