„ერთ სიმღერას ვმღერით“ – ეს არის სახელწოდება აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომისა, რომელიც „ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა.
პროექტი აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს პოსტ-კონფლიქტური კულტურული ურთიერთობების აღდგენას და გაღრმავებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტები შეირჩა და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებები გაკეთდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ ისაუბრა.